სისხლიანი ანგარიშსწორება "ბერი ნარიმანის" სახლთან - დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი

27.08.24 10:46
სისხლიანი ანგარიშსწორება "ბერი ნარიმანის" სახლთან - დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი

სისხლიანი ანგარიშსწორება "ბერი ნარიმანის" სახლთან - დაკავებული კლინიკაშია გადაყვანილი. ამ ინფორმაციას "პირველებს" ლუკა ტოტოლაშვილის ადვოკატი აწვდის.

ირკვევა, რომ 19 წლის ახალგაზრდა დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს, მაგრამ მიზეზი ჯერ არც ოჯახმა იცის და არც უფლებადამცველმა. არადა დღეს სასამართლოში მისი პროცესი პირველ საათზეა ჩანიშნული.  

ლუკა ტოტოლაშვილს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. 

სისხლიანი ანგარიშსწორება ფონიჭალაში 24 აგვისტოს მოხდა - გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ბრალდებულმა, რომელიც შენიღბული იყო და ზამთრის ტანსაცმლით გადაადგილდებოდა, ორ მოქალაქეს, 21 წლის ბიჭს არტერიაში, ხოლო 21 წლის გოგოს ენაში დანა ჩაარტყა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და  120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.