რატომ ჩამოშორდა კახა წიქარიშვილის საქმის განხილვას მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილი?

28.08.24 15:13
რატომ ჩამოშორდა კახა წიქარიშვილის საქმის განხილვას მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილი?

რატომ ჩამოშორდა სასამართლოში საქმის განხილვას მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილი -  “პირველებისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ფოლადიშვილი კახა წიქარიშვილის საქმეს საქალაქოში აღარ განიხილავს.

ჩნდება კითხვა, მოსამართლემ თავად თქვა უარი ხმაურიან პროცესებში მონაწილეობაზე თუ მურუსიძე - ჩინჩალაძის კლანმა შეუცვალა გეგმები.

თავად წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ფოლადიშვილმა საქმე ჩამოიცილა და მოსამართლეები ამისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებენ.

ლიელა ფოლადიშვილმა ჩამოიცილა ეს საქმე და გადაეცა მოსამართლე ბაია ოტიაშვილს. ამის მიზეზად მითითებულია მოსამართლის მიერ ვიწრო სპეციალიზაციის შეცვლა. ამ ეტაპზე რთულია, იმის ვარაუდი, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ ფაქტია, რომ მოსამართლეები იყენებენ სხვადასხვა მეთოდს, საქმის თავიდან მოსაცილებლად, 

მოსამართლე როდესაც ვიწრო სპეციალიზაციას იცვლის, ეს არ ნიშნავს, რომ მან ამ საქმის განხილვის უნარი დაკარგა, ყველა საქმე უნდა ჩამოშორდეს და გადაეცეს სხვა მოსამართლეს“, - ამბობს წიქარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა.

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო, რომელიც  წიქარაშვილმა სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრა.