მოსამართლე ფოლადიშვილის შესაძლო დაწინაურება, თუ საქმის გაჭიანურების მცდელობა? - რას ამბობს ლალიაშვილი წიქარიშვილის საქმეზე
მოსამართლე ფოლადიშვილის შესაძლო დაწინაურება, თუ საქმის გაჭიანურების მცდელობა? - სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი კახა წიქარიშვილის საქმეზე მოსამართლის შეცვლას რამდენიმე საკითხს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს საქმის განხილვის გაჭიანურების მიზეზიც იყოს.
ლალიაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ფოლადიშვილის დაწინაურება და უფრო მაღალ პოზიციაზე გადაყვანაც მოხდეს.
შესაძლებელია, მოხდეს მისი დაწინაურება და უფრო მაღალ პოზიციაზე გადაყვანა, ან მეორე მიზეზი იყოს ის, რომ გაუჩნდეს შინაგანი პროტესტის განცდა იმასთან დაკავშირებით, მხოლოდ მან რატომ უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები, აქედან გამომდინარე უარი შებედოს კლანს, რომ ის აღარ განიხილავს და სხვამ განიხილოს და მესამე, შესაძლებელია იყოს, რომ მას უთხრეს აცილება, რათა გაჭიანურდეს ამ საქმის განხილვა“,- განაცხადა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო, რომელიც წიქარაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.