“აჩენს ვარაუდს, რომ საარჩევნო დავებისთვის ისეთი მოსამართლეები ჰყავდეთ, რომლებიც სასურველ შედეგს დადებენ“ - ჯანეზაშვილი წიქარიშვილის საქმეზე

28.08.24 15:51
“აჩენს ვარაუდს, რომ საარჩევნო დავებისთვის ისეთი მოსამართლეები ჰყავდეთ, რომლებიც სასურველ შედეგს დადებენ“ -  ჯანეზაშვილი წიქარიშვილის საქმეზე

"სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ კახა წიქარიშვილის საქმეზე მოსამართლის შეცვლა, შესაძლოა, სასამართლოს მხრიდან, წინასაარჩევნო სამზადისს უკავშირდებოდეს.

ჯანეზაშვილის თქმით, საარჩევნო დავებისთვის ისეთი მოსამართლეები სჭირდებათ, რომლებიც მათთვის სასურველ შედეგს დადებენ.

აჩენს ვარაუდს, რომ ეს არის წინასაარჩევნო სამზადისი სასამართლოს მხრიდან, იმიტომ რომ  ისინი, როგორც წესი, ასეთ დროს ეხმარებიან ხოლმე არამხოლოდ საარჩევნო დავებისთვის, რომ მხოლოდ ისეთი მოსამართლეები ჰყავდეთ, რომლებიც სასურველ შედეგს დადებენ, კლანისთვის თუ “ქართული ოცნებისთვის“ და ასევე , რა თქმა უნდა, იმ სენსიტიურ და მნიშვნელოვან საქმეებზე ექნებათ ინტერესები, რომლებიც მათთვის საინტერესოა“,- აცხადებს ჯანეზაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა.

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო, რომელიც  წიქარაშვილმა სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრა.