“იმ დონის საკითხია, რომ დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს“ - მეუფე გრიგოლი “ოცნების“ შეთავაზებაზე

29.08.24 17:33
“იმ დონის საკითხია, რომ დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს“ - მეუფე გრიგოლი “ოცნების“ შეთავაზებაზე

ოლიგარქის გეგმას, მართლმადიდებლობის სახლემწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ, საპატრიარქოში დიდი  განხილვა მოჰყვა. დილიდან, სინოდის წევრები კონსტიტუციონალისტებთან ერთად დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მარათვენ.

პირველი ვინც შეხვდრა დატოვა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლია, რომელიც ფიქრობს, რომ ეს იმ დონის საკითხია, რომელიც დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს და
მსჯელობა კიდევ უნდა გაგრძლდეს.

მეუფე გრიგოლი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული.

ასეთი წინადადება იმ დონის საკითხია, რომ დაჩქარებულ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს . პირადად მე არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ, რადგან მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება. მეტი დაფიქრება და აწონ-დაწონვა და არ მიმაჩნია, რომ დღეს სასწრაფო იყოს ამის განხილვა. 
საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა, მაქსიმალურდ შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. ეს იქნა მიღებული და მისი უწმინდესობა მაშინ არ იყო მომხრე იმ სტატუსის. დღეს რაც მე ვიცი, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივ რელიგიის სტატუსზე, შემოთავაზებაა, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს, იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც არსებობს თანამედროვეობაში.

უწმინდესობის სურვილია, რომ ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული. ასე სახელდახელოდ, 2 საათიან შეხვედრაში უხერხულიცაა ამ ტიპის დოკუმენტზე მსჯელობა“,- ამბობს ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი.

გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? - დიდი შეხვედრა, სადაც "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე უნდა იმსჯელონ, გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, საპატრიარქოში ცოტახნის წინ დაიწყო.

სასულიერო პირების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაში რისკებს ხედავს და აცხადებს, რომ მათთვის წინადადება მიუღებელია, რადგან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემთხვევაში, ეკლესია მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა და ავტონომიას დაკარგავს. 

ერთადერთი, რაზეც, მღვდელმთავრები თანახმა არიან კონსტიტუციური ცვლილებებია, რომელიც ეკლესიის როლს გაზრდის და საპატრიარქოს უპირატესად წარმოაჩენს.