"გამტარებელი" "აგენტის" სინონიმად ვაქციეთ" - რა დაადასტურა მოწმედ გამოძახებულმა ენათმეცნიერმა საკონსტიტუციოში
რუსული კანონის განხილვა საკონსსტიტუციო სასამართლოში - პროცესზე მოწმედ გამოძახებულმა ენათმეცნიერმა მტკიცებულებით დაადასტურა, რომ „უცხო ძალის ინტერესის გამტარი" - "აგენტის" სინონიმია და მას დადებითი მნიშვნელობა ქართულ ენაში უბრალოდ ვერ ექნება.
ტერმინი იმითი განსხვავდება ჩვეულებრივი სალექსიკონო სიტყვისგან, რომ მას არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი ინტერპრეტაციები, მას არ უნდა ჰქონდეს სინონიმები და ის არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას. თითოეული ქართველისთვის ეს სიტყვები არის მხოლოდ მტრული ორგანიზაციების მონიშვნის საშუალება.
ნამდვილად ჩნდება ამ სიტყვების ურთიერთმიმართებაში ისტორიულად ჩამოყალიბებული უარყოფითი კონოტაციები. ეშმაკთანაც კი არის გაიგივებული "უცხო ძალა". რის გამოც ძალიან დამძიმდა კონტექსტი არის ის, რომ "გამტარებელი" ვაქციეთ აგენტის სინონიმად.
სიტყვა „აგენტი“ კანონიდან ამოვიღეთ, მაგრამ დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში. კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა“: სიტყვა „გამტარებელს“, შეიძლებოდა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა ნეიტრალურობის წონასწორობა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ის გავასინონიმეთ „აგენტთან“ ასეთი მარტივი, მექანიკური ჩანაცვლებით. ვერანაირი მექანიკური ჩანაცვლება ვერ შეცვლის შინაარს. პოლიტიკურ მოსაზრებას კი არ გამოვთქვამ. ჩვენი ნება არაა, რას ავსახავთ და რას არა ენაში. ეჭვი მაქვს, სამუდამოდ დარჩა სიტყვა „გამტარებელს“ „აგენტის“ დაღი“,- განაცხადა მარინე ბერიძემ.
გარდა ამისა, ბერიძემ სიტყვების - „უცხოური“; „ძალა“; „ინტერესები“; „გამტარებელი“ , მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სიტყვა „უცხოური“ უფრო ნეიტრალურია, ვიდრე „უცხო“. „ძალა“ არ არის ნეიტრალური, მის მნიშვნელობებში ჭარბობს უარყოფითი, „ინტერესების“ ორი მნიშვნელობიდან ეს სათაური ააქტიურებს მის უარყოფით მნიშვნელობას. „გამტარებელი“ ისედაც არ არის ნეიტრალური, რადგან კაუზალურ შინაარს შეიცავს. მას ისედაც ჰქონდა უარყოფითი დატვირთვა, ხოლო იმისა გამო, რომ ის გახდა „აგენტის“ სინონიმური, მან ეს კიდევ დატვირთა“,- განაცხადა ბერიძემ.
"ოცნება" თვეებია ამტკიცებს, რომ "უცხო ძალის გავლენა" ნეგატიური ტერმინი არ არის, არც შეურცხმყოფელია და არც დამამცირებელი. უფრო შორს წავიდა პარლამენტის წარმომადგენელი, რომელმაც "უცხო ძალა უცხო სამკაულს და ვარცხინლობასაც კი შედარა".
დღეს რუსული კანონის განხილვის ბოლო ეტაპია. მოწმის გამოკითხვის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, შემდეგ კი მოსამართლეები სათათბიროდ გავლენ და საბოლოო ევრდიქტამდე, შეჩერდება თუ არა რუსული კანონის აღსრულება, გადაწვეტილებაზე ისმჯელებენ.