ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა და პოლიტიკურ პროცესშია ჩართული - გიორგი ხიშტოვანი

18.09.24 13:35
ეროვნულმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა და პოლიტიკურ პროცესშია ჩართული - გიორგი ხიშტოვანი

ეროვნული ბანკის მიერ სანქციების არ აღსრულების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყნის ნომერ პირველმა ბანკმა დამოუკიდებლობა დაკარგა. 

საკონსულტაციო კომპანია PMC-ის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ თურნავას უწყება პოლიტიკურ პროცესშია ჩართული.

ხიშტოვანის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ სანქცირებული პირების მიერ შუალედური გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული, რადგან ეს დასანქცირებულთა მიმართა საზოგადოებაში გამოსავლად აღიქმება. 

ჩემთვის ეს აღიქმება, რომ ეროვნულმა ბანკმა, სამწუხაროდ, დიდწილად დაკარგა დამოუკიდებლობა და ჩართული არის უფრო მეტად პოლიტიკურ პროცესში და ამ პოლიტიკურ პროცეშიც უჭირს მთლიანად დამოუკიდებლობის შენარჩუნება. იმედს ვიტოვებ, რომ რარაც შეუალედური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, როგორც გამოსავალი. ვგულისმობ, რომ რადგანაც ეს სანქციები პირველ რიგში, ვრცელდება გადარიცხვებზე, უცხოურ ვალუტებში, შუალედური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომ მაგალითად, ლარში დავუტოვოთ სანქცირებულ ადამიანებს ანგარიში ან ლარში გადარიცხვების უფლება მივცეთ, ან არ მივცეთ დოლარში", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. 

საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება გავრცელა. 

თურნავას უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე საერთაშორისო ფინანსური სანქციების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ:

  • ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს - საბანკო ასოციაცია
     
  • შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: