საბანკო გადარიცხვის სისტემაში "ხარებას" ანგარიში აღარ იძებნება
მოხვდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილის ანგარიშები საერთაშორისო სანქციებსი ქვეშ? - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ბოლო დეკლარაციის თანახმად, (2024 წლის ივნისისთვის), სახელფასო ანგარიში აქვს „თიბისი ბანკში“, ხელფასი ერიცხება ასევე აღნიშნულ ბანკში და აქვს ანგარიშები დოლარსა და სხვადასხვა ვალუტაში.
"პირველები" შეეცადა გაერკვია, კიდევ არის თუ არა მოქმედი აღნიშნული ანგარიშები, თუმცა საბანკო გადარიცხვის სისტემაში ზვიად ხარაზიშვილის საბანკო ანგარიში აღარ იძებნება.
ამის შემდეგ "პირველებმა" თბს ბანკში შეეცადა გადამოწმებას, არის თუ არა ეს ანგარიშები ისევ მოქმედი, თუ საერთაშორისო სანქციების შემდეგ, თავად "ხარებამ" ან ბანკმა დახურა? თუმცა თბს ბანკში "პირველებს" უთხრეს, რომ კლიენტის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ გასცემენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.
ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
- ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ: