ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არ არის, ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმაურება - ექსპერტი
ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, ეკონომისტის ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყნის ნომერ პირველი ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტი აღარ არის და ეს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შტატების მიერ დასანქცირებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ანგარიშებთან დაკავშირებით გამოცემული ბრაძანებითაც დადასტურდა.
კაპიტალის ბაზრის ექსპერტის, მარინა გულედანის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ბანკის მხრიდან აბსოლუტურად დესტრუქციულია საბანკო სისტემისთვის და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების შენარჩუნებას ემსახურება.
გულედანი ასევე საუბრობს ეორვნული ბანკის სტანდარტებზე და ხაზგასმით აცხადებს, რომ ქვეყნის ნომერ პირველი ბანკი ბანკი ნათია თურნავას მისვლამდე სტანდარტებს მეტ-ნაკლებად იცავდა.
ეროვნული ბანკი არ ამჟღავნებს არანაირ დამოუკიდებლობას. ერთი წლის წინ გამოცემული ბრძანებით, როდესაც მაშინ ფარცხალაძის ანგარიშების დაცვა მოხდა, იყო მაჩვენებელი იმის, რომ არაფერი საერთო მას არ ჰქონდა დამოუკიდებლობასთან. მანამ, სანამ ბანკს, ბოლო პრეზიდენტი თუ მოვალეობის შემსრულებელი ეყოლებოდა, იცავდა მეტ-ნაკლებად სტანდარტებს. მაღალი რეპუტაციის და პირველი რანგის ინსტიტუტები დაიწყებენ კავშირის გაწყვეტას ბანკებთან. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად დესტრუქციული საბანკო სისტემისთვის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არანაირად არ არის მიმართული რაიმეს დაცვისკენ, მიმართული არის ხელისუფლების შენარჩუნებისკენ"- აცხადებს გულედანი.
- ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.
ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
- ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ: