სებ-ის უარი სანქციების აღსრულებაზე - ბიზნესი მძიმე რეალობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

18.09.24 17:20
სებ-ის უარი სანქციების აღსრულებაზე - ბიზნესი მძიმე რეალობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს შტატებთან ურთიერთობების გამოსწორებაზე - ეს იყო დღეს ამერიკის ელჩთან შეხვედრიდან გამოსული ქართველი ბიზნესმენების მთავარი გზავნილი "ოცნებისადმი".

ბიზნესმენები სანქციების ქვეყნის ეკონომიკისთვის დამღუპველ ეფექტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ის პრობლემას მთელ ბიზნეს-სექტორს შეუქმნის. 

არაფრით არ შეიძლება, საქართველოსა და ამერიკას შორის ასეთ დაბალ დონეზე იყოს ურთიერთობები და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რათა მათ იზრუნონ, რომ ეს ურთიერთობა კიდევ არ გაუარესდეს და პირიქით, გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, ეს სანქციები, პირველ რიგში, შეიძლება შეეხოს საბანკო სექტორს, შეიძლება პრობლემა მთელ ეკონომიკას და ბიზნეს სექტორს შეექმნას, ამიტომ, სიტუაცია არის საკმაოდ კრიტიკული და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის ინტერესებში არის ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამჟამად არსებობს ორ ქვეყანას შორის", - ამბობს ეკონომისტი და "დიოს" მმართველი პარტნიორი დიოს დაუშვილი.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია კი პირდაპირ ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ურთიერთობას არ დაალაგებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ბანკები სწორ ნაბიჯს არ გადადგამენ, ფინანსური ინსტიტუტები და ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიქცევა. 

სანქციები არის პერსონალურად იმ ადამიანებზე დაწესებული, ვინც ჩადის დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აუცილებლად თვალი უნდა გაახილოს ქართველმა ხალხმა და ნახოს, რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ცუდი. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში ჩამოიქცევა, იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთვევაში ფინანსური ინსტიტუტები ჩვენს ქვეყანაში ჩამოიშლება და ზოგადად, ზედმეტი იქნება გარკვევა, ან ინვესტიციებზე საუბარი ამ ქვეყანაში ან ზოგად განვითარებაზე. ეს ინსტიტუტებს მთელს ქვეყანაში ჩამოშლის და ბიზნესს თავიდან ბოლომდე შეაფერხებს. ვალდებულება, რომელიც მათ ეკისრებათ, უნდა შეასრულონ აუცილებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ცივილურ სამყაროს მოვწყდებით", - ამბობს ივა ჭყონია.

  • ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა. 

ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და  ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების  გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია. 

  • ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.

ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების"  60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული  ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

ასევე ნახეთ: