სანქციები ნიშნავს, რომ ქვეყანა და მისი საფინანსო სისტემა მოაზრებულია ე.წ. ნაცრისფერ ზონად - გიორგი ისაკაძე
რას ნიშნავს სანქციები საქართველოსთვის და რა შედეგების მოტანა შეუძლია მას ქვეყნის ეკონომიკისთის? - ფინანსისტი და bm.ge-ს ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე ამბობს, რომ ქვეყანა და მისი საფინანსო სისტემა სანქციების შემდეგ ე.წ. ნაცრისფერ ზონად მოიაზრება, რაც მისი თქმით, მათ შორის გაუკონტროლებელ ტრანზაქციებს გულისმხობს.
არავის, დედამიწის ზურგზე, არ ვუსურვებ, მითუმეტეს ქვეყანას, შესვლას იმ რეალობაში, რასაც წარმოადგენს სანქციები, როცა ქვეყანა და მისი საფინანსო სისტემა მოაზრებულია ე.წ. ნაცრისფერ ზონად, სადაც შენი რეპუტაცია გაიგივებულია ისეთ ტრანზაქციებთან, რომელიც არ კონტროლდება და ეს უკვე ემსგავსება ნახევრად კრიმინალურ გადარიცხვებს. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამასთან მიახლოებულთან ახლოს მივა კომერციული ბანკების სისტემა", - ამბობს ისაკაძე.
- ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.
ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
- ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ: