ქადაგიძე: ამერიკულმა ბანკებმა ანგარიშები რომ დახუროს, ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე ქვეყნის ნომერი პირველი ბანკის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
ქადაგიძე ამბობს, რომ ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. მისი თქმით, ამ აღნიშნულმა ბანკებმა ანგარიშები რომ დახუროს, ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში.
ეროვნული ბანკი მორიგ სამარცხვინო განცხადებას აკეთებს, როდესაც მიუთითებს, რომ მურუსიძის სასამართლოს დასტური სჭირდება სანქციების აღსრულებას. მთელი ქართული საბანკო სექტორი დასავლურ ფინანსურ წრეებში ჩართულია 2 ამერიკული ბანკის მეშვეობით. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენი პლასტიკური ბარათები, ვიზა და მასტერქარდი რომ მუშაობს, ონლაინ გადახდები და გადარიცხვები რომ მუშაობს უცხოურ ვალუტაში და ა.შ. ეს ყველაფერი ხორციელდება ორი ამერიკული ბანკის გავლით. საკმარისია, ამ ორმა ამერიკულმა ბანკმა გადაწყვიტოს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არ ემორჩილება ამერიკულ სანქციებს, ერთ დღეში დახურავს ანგარიშებს და ერთ დღეში დაბრუნდება საქართველო 90-იან წლებში. ამას, რა თქმა უნდა, ვერანაირი კომერციული ბანკი ვერ გააკეთებს, ვერც გაბედავს. კომერციული ბანკები არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და ისინი არასრულებენ სანქციებს და ეს სამარცხვინო განცხადებები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
- ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შსს-ს ორი მაღალჩინოსნისა და პრორუსული პარტია "ალტ ინფოს" ლიდერების სანქცირებაზე პირველი განცხადება დღეს გავრცელა.
ეროვნული ბანკი ამერიკული სანქციების აღსრულებაზე უარს ამბობს - ნათია თურნავა სანქცირებული ძალოვნების და ძალადობრივი დაჯგუფებების ლიდერების საქმეების გადაწყვეტას ქართულ სასამართლოს ანდობს, რომელთა წარმოამდგენლები, ასევე აშში-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
- ცნობისთვის, აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე 2023 წლის 5 აპრილს დაასანქცირა.
ეროვნული ბანკისგან განსხვავებით ცნობილია "საბანკო ასოციაციის" პოზიცია: "ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ საერთაშორისო სანქციებს"
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, იივე "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, სანქცირებულები არიან პრორუსული ალტ-ინფოს ლიდერები - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ასევე ნახეთ: