საიდან იღებენ ჰონორარს ის მომღერლები, რომლებიც "ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე მღერიან?
საიდან იღებენ ჰონორარს ის მომღერლები და ხელოვანები, რომლებიც "ქართული ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე მღერიან? - ოპოზიციაში კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მმართველმა პარტიამ დეკლარაციაში ბუნდოვანი ციფრები დაწერა.
- შავი ფული ქართულ ოცნებაში? -ოპოზიცია ანტიკორუფციულ ბიუროსგან განმარტებებს ითხოვს. დადგენილია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 737 ათას 800 ლარი მხოლოდ კულტურულ ღონისძიებებში დახარჯა თუმცა რა ფულია ეს "ოცნება" არ განმარტავს.
ხელისუფლების ოპონენტები ეჭვობენ, რომ მმართველი პარტია ღონისძიებებსა და კონცერტებში "შავ ფულს" ხარჯავს, რადგან ბიუჯეტიდან გადახდილი თანხები გამჭვირვალე არ არის.
"პირველები" შეეცადა პასუხი მიეღო იმ მომღერლებისგან ვინც პარტიულ ღონისძიებებში ატიურად იღებს მონაწილეობას.
მანანა თოდაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ “მას არავინ ეკითხება და ის მის პირად სივრცეში იჭრება.“
მუსიკოსი რომა რცხილაძე ამბობს, რომ ის ქველმოქმედია და კონცერტებში იმიტომ მონაწილეობს, რომ “მშვიდობა იყოს და რამე არ მოხდეს“.
ამის ფონზე, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ოპერაციებით ინტერესდება, ოპოზიცია "ქართული ოცნების" გაუმჭვირვალობაზე საუბრობს.