გირაო, თუ პატიმრობა - ზურაბ ზვიადაურის პროცესი ხვალ გაიმართება

18.08.21 18:25
გირაო, თუ პატიმრობა - ზურაბ ზვიადაურის პროცესი ხვალ გაიმართება

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ხვალ,  10:30 საათზე, გაიმართება. ადვოკატები ოლიმპიური ჩემპიონის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, დაკავებულს თავდებში ჩაუდგნენ. 

ზურაბ ზვიადაურს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დღეს წარუდგინა.

ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს  კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ. 

გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი. 

მსგავსი სიახლეები