სპეცოპერაცია რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში - მესამე სექტორი რეპრესიებზე საუბრობს

24.10.24 15:39
სპეცოპერაცია რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში - მესამე სექტორი რეპრესიებზე საუბრობს

სპეცოპერაცია რუსულ დეზინფორმაციასთან მებრძოლი მკვლევარების სახლებში არჩევნებამდე ორი დღით ადრე - მესამე სექტორში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს რუსული სტილისს შურისძიებაა. 

მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი სცენები მხოლოდ ავტორიტარულ ქვეყნებში ხდება.

ეს არის დაშინების მცდელობა და იმ კონსპირაციების განვითარების მცდელობა, რომლესაც სუს-ი და სხვადასხვა უწყებები ავითარებენ - ამბობს თამარ კინწურაშვილი: 

ეს არის ცხადი მაგალითი, რომ საქართველო კი არ აპირებს გარუსებას, რუსეთი არის უკვე ჩვენთან, იმიტომ, რომ მსგავსი სცენები მხოლოდ ავტორიტარულ, არადემოკრატიულ ქვეყნებში ხდება და არა ევროკავშირის კანიდიდატი სტატუსის მქონე ქვეყანაში.

ეს არის დაშინების მცდელობა და იმ კონსპირაციების განვითარების მცდელობა, რომლესაც სუს-ი და სხვადასხვა უწყებები ავითარებენ. თუ გადავავლებთ თვალს კგბ-ს სახელმძღვანელოებს, აი ასე ხდებოდა იქ საქმის ფაბრიკაცია, ჟურნალისტების დაკავშირება რაღაც გაურკვეველ ქმედებებთან", - აცხადებს თამარ კინწურაშვილი. 

ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი, ბაია პატარაიას თქმით, "ოცნება" რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე ანგარიშსწორებით საზოგადოებაში წინასაარჩევნოდ დაძაბულობის შეტანას ცდილობს.

მე არაფერს განსაკუთრებულს არ ველი ტყუილების გარდა "ქართული ოცნებისგან". უნდათ რომ რაღაცა დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. დარწმუნებული ვარ არანაირი პრობლემა ამ ორ მკვლევართან დაკავშირებით არ არის, უბრალოდ ეს ადამიანები არაერთხელ ყოფილან ონლაინ თავდასხმის მსხვერპლები, იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალიან კარგი კავშირები "მეტასთან", ისინი ძალიან სწრაფად პოულობენ რუსულ დეზინფორმაციასთან და რუსული დეზინფორმაციის წაშლაში ეხმარებიან  ფეისბუკს და მეტას და ამიტომ, ძალიან დიდი შეტევა არის ხოლმე მათზე, რასაც უკვე მიჩვეულები ვართ", - ამბობს ბაია პატარაია.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი კი მკვლევარების სახლეშბი ჩატარებულ ჩხრეკას და მკვლევარების წინააღმდეგ საქმის დაწყებას "ოცნების" რეპრესიებს უწოდებს და დარმუნებულია, რომ ეთო ბუზიაშვილს და სოფო გელავას დანაშაულთან არანაირი კავშირი არ აქვთ: 

ეს არის  ცალსახად რეპრესიები, რომელიც არის მიზანშეწონილი რუსეთისთვის, მის ინტერესებში შედის და არანაირი კავშირი არ აქვს მას დანაშაულთან. გამორიცხულია, რომ ეთო ბუზიაშვილს და სოფო გელავას რაიმე კავშირი ჰქონდეს დანაშაულთან, გარდა იმისა, თუ ამას დანაშაულს დავარქმევთ, რომ ისინი ებრძვიან რუსულ გავლენებს საქართველოში", - განაცხადა მარიკაშვილმა. 

24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა: