Reuters: ქართველი გამომძიებლები ამერიკული კომპანიის ოფისებს ჩხრეკენ
Reuters-ი საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს - გამოცემა წერს, რომ რომ ხელისუფლებამ ამერიკული კომპანია Concentrix-ის ადგილობრივ ოფისში, ასევე Atlantic Council-ის [ატალნტიკური საბჭოს] ორი თანამშრომლის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, რომ ჩხრეკა იმ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე ჩატარდა, რომელზეც უნდა გადაწყდეს "უბრუნდება თუ არა ქვეყანა მოსკოვის ორბიტას, თუ პროდასავლურ ორიენტაციას შეინარჩუნებს".
ჩხრეკა ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, უბრუნდება თუ არა ქვეყანა მოსკოვის ორბიტას, თუ ინარჩუნებს თავის ტრადიციულ პროდასავლურ ორიენტაციას", - წერს გამოცემა.
24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა:
- ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ამ დრომდე ატარებენ.
- ფინანსური პოლიციის თანამშრომლები "შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა
- ფინანსური პოლიცია ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც შევიდა
- ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.