არჩევნებამდე ბუზიაშვილისა და გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა - ჰაკერი
გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატისა და ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომა ჰაკერი Atlantic Council-ის თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს "X"-ზე ეხმაურება.
ჰაკერი წერს, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოძიების შესახებ გავრცელებული ცნობები საგანგაშოა.
საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მთავრობის ინტერესში უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება. რა სირცხვილია", - წერს ის X-ზე.
24 ოქტომბერს ფინანსური პოლიცია რამდენიმე ლოკაციაზე შევიდა:
- ამერიკულ ორგანიზაცია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ამ დრომდე ატარებენ.
- ფინანსური პოლიციის თანამშრომლები "შაბათის შოუს" მსახიობის, ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლშიც შევიდა
- ფინანსური პოლიცია ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლსაც შევიდა
- ჩხრეკები ჩატარდა Atlantic Council-ის თანამშრომლების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.