ცნობილია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა
საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციომ საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.
ცნობისთვის, 14 ნოემბერს, ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", კოალიცია "ძლიერმა საქართველომ" და "ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" სააპელაციოში სარჩელი შეიტანეს.
მესამე სექტორი და ქართული ოპოზიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 13 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა და ყველა ელექტრონულ უბანზე არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.
შეგახსნებეთ, 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების თაობაზე არ დააკმაყოფილა.
მოსამართლე ივერი აბაშიძე ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის გაერთიანებულ სარჩელს განიხილავდა.
- "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მიიჩნევს, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მონიშვნის გამოჩენის გამო, ყველა ელექტრონულ უბანზე დაირღვა ამომრჩეველთა ხმის ფარულობა და შედეგები უნდა გაუქმდეს;
- იმავეს ამტკიცებენ ოპოზიციური პარტიები - მათი თქმით, საარჩევნო უვბნებთან მოსყიდვას, დაშინებას და დამკვირვებლების საქმიანობაში ხელშეშლას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არ აძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა