ჭავჭავაძის გამზირზე აქცია დასრულდა - მოქალაქეები 16 ნოემბერს ცესკოსთან შეიკრიბებიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია დასრულდა - ილიაუნელები ღამეს უნივერსიტეტში გაათენებენ.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მოქალაქეები ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეიკრიბებიან და არჩევნების მიტაცებას გააპროტესტებენ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს - ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" ცესკოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში პროტესტმა იფეთქა. დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო კერა არსებობდა. თავდაპირველად, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ჯგუფ "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებული მსვლელობა დაიწყო, რომელიც თსუ-ის მიმართულებით დაიძრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები სტუდენტებსა და ლექტორებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
პარალელურად, პროტესტის ერთ-ერთი კერა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. ახალგაზრდები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა