აქციის მონაწილეებმა ცესკოს ჭიშკარზე საპროტესტო გზავნილები გააკრეს
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, ევროპული მომავლის მცველების პროტესტი არ წყდება.
მოქალაქეები გიორგი კალანდარიშვილის უწყებასთან არიან შეკრებილები, რომლებმაც ჭიშკარზე საპროტესტო გზავნილები გააკრეს.
"არჩევნები გაყალბდა უპრეცედენტოდ; არ შეეგუო რუსულ ოცნებას" - ეს გზავნილები გააჟღერეს პროტესტის ავანგარდში მყოფმა ადამიანებმა ადგილზე.
ცნობისთვის, დღეს, 16 ნოემბერს, ცესკოში სხდომა იმართება. სხდომაზე ოპოზიციონერმა ლიდერმა ენმ-დან დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც სიმბოლო არჩევნების გაყალბების.
მსგავსი სიახლეები
29.10.26 18:06
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატი ამბობს, რომ არ აძლევენ იმ მსჯავრდებულთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლებას არაძლევენ, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმეა
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა