კალანდარიშვილი, რომელსაც მელანი შეასხეს ამბობს, რომ დღეს მის პირად სივრცეში შეჭრა მოხდა

16.11.24 11:40
კალანდარიშვილი, რომელსაც მელანი შეასხეს ამბობს, რომ დღეს მის პირად სივრცეში შეჭრა მოხდა

ცესკოს სხდომა განახლდა - ცესკოს შჭეფი, გიორგი კალანდარიშვილი, რომელსაც მელანი შეასხეს, ამბობს, რომ დღეს მის პირად სივრცეში შეჭრა მოხდა.

კალანდარიშვილი სხდომაზე თვალშეხვეული ზის და აცხადებს, რომ დღეს მის მიმართ მორიგი პროვოკაცია განხორციელდა. 

ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც, ფაქტობრივად, არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არ გააჩნია არჩევნებთან დაკავშირებით მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა. ასეთი ბულინგით, ზეწოლით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით ცდილობს სხვადასხვა მხარე გადაფაროს ის საკითხები და შექმნან საზოგადოებაში ის აღქმა, რომ თითქოს, არჩევნები გაყალბდა", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციონერმა ლიდერმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.