"პირველების" ინფორმაციით, კალანდარიშვილს სახეზე სამხატვრო საღებავი შეასხეს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას არ იწვევს

16.11.24 15:02
"პირველების" ინფორმაციით, კალანდარიშვილს სახეზე სამხატვრო საღებავი შეასხეს, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას არ იწვევს

"პირველების" ინფორმაციით, გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შეასხეს სამხატვრო საღებავი - წყალში გაზავებული აკრილი , რაც ჯანმრთელობის დაზიანებას არ იწვევს.

თუ შსს-ს განცხადებას დავეყრდნობით, ახლა გამოძიებამ გიორგი კალანდარიშვილი ექსპერტიზაზე უნდა გადაიყვანოს და სწორედ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს თვალბუდის არეში მიადგა თუ არ წყალში გაზავებული აკრილით კალანდარიშვილს ჯანმრთელობის დაზიანება. 

ცესკო ჯერჯერობით არ ამბობს, გადაიყვანეს თუ არა თვალბუდის არის ექსპერტიზაზე გიორგი კალანდარიშვილი.

ცნობისთვის, ცესკოს შეფმა გიორგი კალანდარიშვილმა მელნის შესხმის გამო, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრს დავით კირთაძეს პოლიციაში უჩივლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლსი მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.