კალანდარიშვილმა მელნის შესხმის გამო კირთაძეს პოლიციაში უჩივლა
ცესკოს შეფმა გიორგი კალანდარიშვილმა მელნის შესხმის გამო, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრს დავით კირთაძეს პოლიციაში უჩივლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოპოზციონერ ლიდერზე გამოძიება სისხლის სამართლსი მუხლით, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება", - წერია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.
ასევე ნახეთ: