კალანდარიშვილი კირთაძეზე: ის არის ბოროტი
ის არის ბოროტი - ასე მოიხსენია გიორგი კალანდარიშვილმა დავით კირთაძე მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
ცესკოს შეფი ამბობს, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც მას შავი მელანი შეასხა, "წარჩინებული პროვოკატორია".
ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება", - ამბობს გიორგი კალანდარიშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციონერმა ლიდერმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო.