კირთაძე: დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა

16.11.24 12:04
კირთაძე: დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა

"დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა" - დავით კირთაძე ცესკოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველ კომენტარს "პირველებთან" აკეთებს. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის "წევრის თქმით, "კალანდარიშვილს შავი საღებავი მთელი ცხოვრება ლაქად დარჩება".

ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი. მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დღევანდელი ქმედებით და იმ არჩევნებით დაამჩნია, რომელიც ჩატარდა.

ეს იყო ზუსტად ის შავი ლაქა, შავი საღებავი, რომელიც მან თავის ქმედებით, მის მიერ დაორგანიზებული არჩევნებით ჩვენს ქვეყანას დაამჩნია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა შანსი, ჩაგვეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რომელიც დიდ ოჯახში გაწევრიანებასთან მიგვიყვანა, თუმცა მან რუსეთი არჩია. მან შეასრულა "ქართული ოცნების" დავალება და ფაქტობრივად, გადაწყვეტილება მიიღო, რომ ნოტარიულად მოპარული ხმები დაემტკიცებინა. თუმცა კი ნახეთ პროტესტის ის ზომა, რომელიც გამოვიყენე, ის შავი საღებავი, რომელიც მას ლაქად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე", - ამბობს დავით კირთაძე.

ოპოზიციონერმა ლიდერმა არ იცის, გატარდება თუ არა მის წინაღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები.

არ ვიცი გატარდება თუ არა ჩემ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები, ყველაფრისთვის მზად ვარ. ეს პროტესტი არის ჩემი სოლიდარობა იმ ხალხის მიმართ, რომლებიც დღეს მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ", - ამბობს კირთაძე. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ოპოზიციონერმა ლიდერმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან“  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო. 

მსგავსი სიახლეები