შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო

16.11.24 14:03
შსს-მ დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკოს მიმართვის საფუძველზე, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ შავი მელნის შესხმის გამო, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცესკოს წევრის, დავით კირთაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა“, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ სხდომაზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა,  დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, როგორც არჩევნების გაყალბების სიმბოლო. 

ასევე ნახეთ: