გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან მანუჩარ ჩაჩანიძე, საბა ცხვიტარიძე და "მთავარის" ოპერატორი
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, დაკავებულია საბა ცხვიტარიძეც, ასევე "მთავარი არხის" ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, არის ნაცემი.
პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა, პარტია ახალის, პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი - ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერებით თქმით, დაკავებულია მათი თანამებრძოლი, მაია გოგიძე.
მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო - აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებოდნენ პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი.