პოლიცია ამბობს, რომ ქალები გინების გამო დააკავეს

19.11.24 09:20
პოლიცია ამბობს, რომ ქალები გინების გამო დააკავეს

პოლიცია ამბობს, რომ აქციაზე ქალები გინების გამო დააკავეს.

პოლიციელებს აგინდებდნენ და ქალბატონები დაკავებულები არიან ადმინისტრაციული წესით", - ამბობს სამართალდაცმველი "პირველებთან" 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერებით თქმით, დაკავებულია მათი თანამებრძოლი, მაია გოგიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი  რეზი დუმბაძე და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, დაკავებულია საბა ცხვიტარიძეც

პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა, პარტია ახალის, პოლიტიკური საბჭოს  წევრი ნიკა კვიტატიანი - ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო - აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებოდნენ პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი.