აქციაზე “12 სართულის” ერთ-ერთი თამადამფუძნებელი სანდრო ქავთარაძე დააკავეს

19.11.24 09:45
აქციაზე “12 სართულის” ერთ-ერთი თამადამფუძნებელი სანდრო ქავთარაძე დააკავეს

დღეს, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავეს “12 სართულის” ერთ-ერთი თამადამფუძნებელი სანდრო ქავთარაძე. 

“12 სართულის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ მის მიმართ გამოიყენა გადამეტებული ძალა და ამ ეტაპზე ის გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი  რეზი დუმბაძე და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, დაკავებულია საბა ცხვიტარიძეც

პოლიციელების ძალადობის შედეგად დაშავდა, პარტია ახალის, პოლიტიკური საბჭოს  წევრი ნიკა კვიტატიანი - ამ წუთებში ის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ძლიერი საქართველოს" ლიდერებით თქმით, დაკავებულია მათი თანამებრძოლი, მაია გოგიძე.

მელიქიშვილის გამზირზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა - ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება იყო - აგრესიული სამართალდამცველები უპირისპირებოდნენ პოლიტიკოსებსაც, დაპირისპირება იყო ნიკა მელიასთან. არსებული ინფორმაციით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. ადგილზე ასევე ნაცემია რამდენიმე ადამიანი.