"ხარება" ამბობს, რომ დილის 5 საათიდან მელიქიშვილზე "სეირნობს"

19.11.24 11:16
"ხარება" ამბობს, რომ დილის 5 საათიდან მელიქიშვილზე "სეირნობს"

 

 

განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილი მელიქიშვილის გამზირზე ისევ გამოჩნდა - "ხარება"  ცენტრალურ ქუჩაზე გადაადგილდება და სიტუაციას ზვერავს. 

გდდ-ს შეფის გადაღება ტრადიციულად "ტვ პირველის" კამერამ შეძლო, თუმცა ზვიად ხარაზიშვილმა მარიამ გაფრინდაშვილის არცერთ კითხვას არ უპასუხა, თქვა, რომ "სეირნობს". 

რაც შეეხება მელიქიშვილზე არსებულ ვითარებას, ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. "პირველების" ინფორმაციით, ადგილიდან სპეცდანაყოფები და ტექნიკა გაყვანილია. 

დღეს დილიდან გდდ-ს უფროსი ავტომობილით მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადაადგილდებოდა, შემდეგ ავტომობილიდან ჭავჭავაძეზე არსებულ კაფეში გადაინაცვლა და ჟურნლისტ, მარიამ გაფრინდაშვილს მხოლოდ ის უთხრა, რომ ადგილზე ოპერაციას ატარებს. 

საპოლიციო ძალებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო. 

პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი. 

მესამე სექტორის და სახალხო დამცვალის გამოხმაურება: