გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები 112-ში შესული ზარების გამო დაშალეს
გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები 112-ში შესული ზარების გამო დაშალეს.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის ვერსიით, არჩევნების გაყალბების გამო დაწყებული საპროტესტო აქციებით და გადაკეტილი გზებით ვაკელები იმდენად შეწუხდნენ, რომ პოლიციისგან რეაგირება მოითხოვეს.
აგიხსენით, რომ 112-ის საშუალებით უამრავი შეტყობინებაა შემოსული, 50-100 და ითხოვდნენ გზის გაწმენდას. ორი დღის განმავლობაში იყო პაალიზებული მოძრაობა, ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა", - ამბობს ბუხრაძე.
გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეების ძალის გამოყენებით დაშლის ოპერაცია ნოემბერს, დილის 07:00 საათზე დაიწყო.
პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიინგეებისგან გაათავისუფლა, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
- შსს-მ თსუ-სთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალა
- პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავა
- სამართალდამცველებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე
მესამე სექტორის და სახალხო დამცვალის გამოხმაურება:
- NGO-ები: ვგმობთ შსს-ს ძალადობრივ აქტს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ
- ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება - მედიაომბუდსმენი
- DRI: აქციის დასაშლელად პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
- იოსელიანი: როცა შსს-მ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს
ამ წუთებში, მელიქიშვილის გამზირი გომელაურის უწყების თანმშრომლებს ცოცვხალი ჯაჭვით აქვთ ჩაკეტილი.