კრემლის მარიონეტი ასლან ბჟანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

21.11.24 14:16
კრემლის მარიონეტი ასლან ბჟანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს.

კრემლის მარიონეტი, ასლან ბჟანია RIA-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს "აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ რაიმე სიმპათია არ აქვს".

 ბჟანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში "სიტუაცია გაუარესდეს".

ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე სიმპათია ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზური ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს პრინციპით – “რაც უარესი, მით უკეთესი.” ამიტომაც გვილოცავს. მას არ აინტერესებს აფხაზური სახელმწიფოს არსებობა. ეს ცხადი და გასაგებია. მე სწორედ ასე მესმის მისი მილოცვა,” – განაცხადა ბჟანიამ ზურაბიშვილის მიერ გამოხატული სოლიდარობის განცხადების შესახებ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის "აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით" გმობს.