საკუთარი ფეხით შესული, ფიცრით გამოგვიყვანეს - კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ

29.08.21 13:13
საკუთარი ფეხით შესული, ფიცრით გამოგვიყვანეს - კოვიდით გარდაცვლილი დედა-შვილის ოჯახი ექიმების წინააღმდეგ

კორონავირუსით გარდაცვლილი დედა-შვილის, 31 წლის კობა ჯაშოიანისა და 54 წლის ნონა ემირიძის ოჯახის წევრები  ექიმებს არასწორ მკუნალობაში ადანაშაულებენ.

ჭირისუფალთან პირველი ინტერვიუ "ტვ პირველმა" ჩაწერა. 

ოჯახი არ გამორიცხავს, რომ ექიმების დასჯის მოთხოვნით საქმე სასამართლოში წავიდეს. 

ოჯახის მონაყოლის თანახმად, 31 კაცი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან  დროზე ადრე გაწერეს და კოვიდ სასტუმროში გაუშვეს, სადაც კობა ჯაშოიანის მდგომარეობა დამძიმდა, კლინიკაში ხელმეორედ გადაყვანილი ბიჭის გადარჩენა კი ექიმებმა ვეღარ შეძლეს. 

2-3 საათი მანქანაში სიცხიანი იყო. როგორც კი კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა, "ბი ემ სი"-ს საავადმყოფოში მაშინვე დაწვა. საკუთარი ფეხით წავიდა კლინიკაში, იქ სამი დღე გააჩერეს, უთხრეს, კარგად ხარო და კოვიდსასტუმროში გაწერეს, სადაც კიდევ უფრო დამძიმდა. 30 ივლისს შევიდა ჩემი ქმარი "ბაოში" და გუშინ, მისი ფეხით შესული კაცი ფიცრით გამოგვისვენეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, რატომ ვერ უმკურნალეს, რატომ ვერ გადაარჩინეს. ეს მოხდა მათი პროტოკოლის გამო. სამი კვირის განმავლობაში სიცხისგან იწვებოდა, არ ვიცი იქ ანტიბიოტიკებს უკეთებდნენ თუ არა"- აცხადებს კობა ჯაშოიანის მეუღლე. 

ცოლ-შვილი დანმიღუპეს - უთხრა "ტვ პირველს" 54 წლის ნონა ემირიძის ქმარმა. 

მათივე თქმით, ექიმების არასწორ მკურნალობაზე გარდაცვლილი დედა-შვილი ოჯახის წევრებს ესაუბრებოდნან, არსებობს sms მიმოწერები. 

კობა ჯაშოიანს და მის დედას ნონა ემირიძეს, რომელიც ლექტორი იყო ბათუმში ხვალ დაკრძალავენ.