ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ყაველაშვილის წარდგენაზე: აუფასურებს განათლების ცნებას

27.11.24 13:07
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა ყაველაშვილის წარდგენაზე: აუფასურებს განათლების ცნებას

ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა "ოცნების" მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც მისი შედეგი და ამ გზით დანიშნული პრეზიდენტიც -არალეგიტიმურია.“

სტუდენტები განცხადებასთან ერთად პარლამენტიდან მიღებულ წერილსაც აქვეყნებენ, სადაც წერია, რომ მისი განათლების დამადასტურებული დოკუმენტი არ ინახება.

გვინდა გამოვეხმაუროთ უკანონო და არალეგიტიმური გზით ხელისფლების მიმტაცებელ პარტია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მცდელობას.

ჩვენ, სტუდენტები, პირველ რიგში, სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად, ვიბრძვით განათლებისთვის, რომელიც ამ სისტემის პირობებში თავდასხმის ობიქტია და რომლის მიღების ოფიციალური დოკუმენტიც ბატონ ყაველაშვილს არ გააჩნია. მიგვაჩნია, რომ როგორც თვითაღიარებული პარლამენტი, ასევე ქართული ოცნების მიერ წარდგენილი საპრეზიდენტო კანდიდატურა როგორც სტუდენტების, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცინვა და შეურაცხყოფაა.

მიხეილ ყაველაშვილი შეუფერებელია აღნიშნული პოზიციისთვის და ეს გადაწყვეტილება, უპირველესად, ეჭვქვეშ აყენებს განათლების მნიშვნელობას ამ სისტემის პირობებში და პირდაპირ აუფასურებს განათლების ცნებას.

არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ისევე როგორც მისი შედეგი და ამ გზით დანიშნული პრეზიდენტიც -არალეგიტიმურია
“, - წერია სტუდენტების განცხადებაში.

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ხნის გააკეთა. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ყაველაშვილის სპორტულ კარიერაზე ისაუბრა და მას ამ პოსტზე "ჰაბიტუსიც" კი მოუწონა. 

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.