არც ერთი სიტყვა საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულ ავტორებზე, სტუდენტების პროტესტზე - ერთპარტიული პარლამენტი ალექსანდრე წულაძეს უსმენს

27.11.24 14:03
არც ერთი სიტყვა საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულ ავტორებზე, სტუდენტების  პროტესტზე - ერთპარტიული პარლამენტი ალექსანდრე წულაძეს უსმენს

განათლების მინიტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ საკუთარი პროგრამა ისე წარადგინა, საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულ ავტორებზე, სტუდენტების პროტესტზე და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს.

წულაძემ მხოლოდ ახალი სტანდარტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025-2028 წლებში როგორც ქართულენოვან, ისე არაქართულენოვან სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოები განახლდება.

ვაპირებთ განახლებული სტანდარტების დამტკიცებას, სადაც ძალიან ბევრი საკითხი მოწესრიგდება განახლებული, ეროვნული სასწავლო მიზნების შესაბამისად. შესაბამისად, ეროვნული-პატრიოტული ფასეულობები, ოჯახური ღირებულებები ყველაფერი ეს, კიდევ უფრო მეტად აისახება ჩვენს საგნობრივ სტანდარტებში, რის შემდეგაც, 2025-2028 წლებში განვაახლებთ ყველა სასწავლო სახელმძღვანელოს“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ერთპარტიულ პარლამენტში მთავრობისთვის ნდრობის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს. მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საათია უსმენენ.

ასევე ნახეთ: