არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიება უშედეგოა - ლომჯარია
საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხული ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ გამოძიებას გულწრფელი ინტერესი არ გააჩნია და მიმდინარე პროცესი, მხოლოდ და მხოლოდ, ილუზიაა.
ყოფილი ომბუდსმენი, რომელიც მაგისტრი მოსამართლის წინაზე მოწმის სტატუსით წარსდგა, დარწმუნებულია, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს.
ვგრძნობ, როდის აქვს გამოძიებას ინტერესი, დაადგინოს გამოძიებით რა მოხდა რეალურად, როდის აქვთ მათ გულწრფელი ინტერესი და როდის ქმნიან გამოძიების ილუზიას. აშკარაა და საგრძნობია, რომ მათ უბრალოდ არ სჯერათ იმის, რომ არჩევნებზე რაიმე სახის პრობლემები იყო. იღებენ მტკიცებულებებს, არ აქვთ კითხვები. მაგრამ საერთო ჯამში, შინაგანი რწმენა არის ისეთი, რომ ამ არჩევნებზე არაფერი ისეთი არ მომხდარა და როდესაც ხარ საგამოძიებო უწყება და აი ამ დამოკიდებულებით იწყებ გამოძიებას და შენ თვითონ არ გჯერა, რომ დანაშაული მოხდა და არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც რაღაცები მოეჩვენათ, რა თქმა უნდა, ეს გამოძიება ვერ მიგვიყვანს შედეგამდე, რა საქმე არც უნდა იყოს", - ამბობს ნინო ლომჯარია.
ცნობისთვის, დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოიკითხა. ნინო ლომჯარიამ, რომელიც არჩევნების გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა და ის მტკიცებულებები გადასცა, რომელიც არჩევნების დღეს და შემდეგ მოაგროვეს.