არჩევნების გაყალბების საქმეზე ნინო დოლიძე გამოიკითხა
არჩევნების გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე მოწმის სახით წარსდგა.
მესამე სექტორის წარმომადგენელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ გამოკითხვაზე ყველა იმ დარღვევის შესახებ ისაუბრა, რაც "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდში და 26 ოქტომბერს გამოავლინა.
დღეს მაგისტრატ მოსამართლესთან გამოვიკითხე მოწმის სახით, 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. ვისაუბრე ყველა იმ დარღვევაზე, რაც “სამართლიანმა არჩევნებმა” წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში გამოავლინა", - წერს ნინო დოლიძე.
ცნობისთვის, დღეს, 27 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც გამოიკითხა. ნინო ლომჯარიამ, რომელიც არჩევნების გაყალების საქმეზე, მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, გამომძიებელს ჩვენება მისცა და ის მტკიცებულებები გადასცა, რომელიც არჩევნების დღეს და შემდეგ მოაგროვეს.