შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავა

30.11.24 00:43
შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შევჩენკოს ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმებმა საპროტესტო აქციის მონაწილე დააკავეს. 

მანამდე კი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცდანიშნულების რაზმები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორ კაცს წიხლი ჩაარტყეს, მიწაზე დააგდეს და ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. დაკავებულებს მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, აქციაზე სულ მცირე 3 პირია დაკავებული.

ფოტო - IPN

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე წყლის წავლით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა დაიწყეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართებით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლს უშვებენ.