მარიამ გაფრინდაშვილს ტვინის შერყევა აქვს - ჟურნალისტი კლინიკაში რჩება
საპროტესტო აქციაზე დაშავებული "ტვ პირველის" ჟურნალისტის, მარიამ გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გაკეთდა.
ექიმის თქმით, მას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, თავის ტვინის დაზიანება არ გამოვლინდა. ამ მომენტისთვის თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. ვტოვებთ კლინიკაში მეთვალყურეობისთვის. შუბლის მარჯვენა არეში აქვს ჭრილობა, რომელიც გაიკერა და დამუშავდა. პაციენტს აქვს რეტროგრადული ამნეზია. აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა", - ამბობს ექიმი.
"ტვ პირველის" რეპორტიორი და წამყვანი, მარიამ გაფრინდაშვილი რუსთაველის გამზირზე, აქციის დაშლის დროს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაშავდა.
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა. კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა.