"წიწაკის სპრეით აქვს გაჟღენთილი ტანისამოსი" - ნაცემი და დაკავებულია ზვიად მაისაშვილის ძმაც
სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი აქტივისტის, ზვიად მაისაშვილის ძმა, გიორგი მაისაშვილი დაკავებულია. ადვოკატის თქმით, ის ნაცემია და სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
წიწაკის სპრეით აქვს გაჟღენთილი ტანისამოსი. მე ვერ გავძელი შეხვედრების ოთახში, ხველება ამიტყდა, როდესაც ვხვდებოდი და კონსულტაციას გავდიოდით. გარდა ამისა, გიორგის თავის, სახის არეში, ცხვირის, ყურების არეში ადგილი არ არის სახის მიდამოში, სადაც პატარ-პატარ სისხლ ნაჟღენთები არ აღენიშნებოდეს. ყველა მათგანი საუბრობს იმაზე, რომ დაკავების თანვე იწყება ფიზიკური ზემოქმედება მათზე'', - ამბობს ადვოკატი.
ძირს დაგდებულ ახალგაზრდას, რომელსაც სპეცრაზმი წიხლებს ურტყამდა, ცხვირი აქვს გატეხილი, ასევე მას აღენიშნება ტვინის შერყევა.
მშობლები ამბობენ, რომ აქციაზე მათი ორივე შვილი იმყოფება.