ხმაური ჭიჭინაძის ქუჩაზე - აქციის მონაწილეებმა, სავარაუდოდ, სპეცსამსახურის თანამშრომლები ამოიცნეს
ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია - საპროტესტო აქციის მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები ამოიცნეს.
მოქალაქეებმა, სავარაუდოდ, სუს-ის წარმომადგენლების იდენტიფიცირება შეძლეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა. სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების აღმოჩენის შემდეგ, ევროპული მომავლის მცველებმა ლილუაშვილის უწყების წარმომადგენლებს ტერიტორია დაატოვებინეს.
ცნობისთვის, გუშინ, 29 ნოემბერს, "პირველებმა" ექსკლუზიური კადრები გადაიღო და დაადგინა, რომ კაცი, რომელიც აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა, სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომელია. "პირველებმა" მისი იდენტიფიცირება მოახდინა, სუს-მა ევროპული აქციაზე საიდუმლო მისიით, მალხაზ ბრეგვაძე გააგზავნა. საიდუმლო ოპერაცია მას შემდეგ ჩავარდა, რაც აქტივისტებმა ბრეგვაძის საეჭვო ქცევა შენიშნეს და აქციის ეპიცენტრის დატოვება მოსთხოვეს.