აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ფიტული დაწვეს
საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა ბიძინა ივანიშვილის ფიტულს ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.
ამ წუთებში საქართველოში პროტესტია. მოქალაქეები თბილსსა და ბათუმში "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს აპროტესტებენ. საქართველოში პროტესტმა მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აჩერებდა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს. ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.