ივანიშვილისა და "ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - აუცილებელი - გახარია
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამერიკის მიერ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორების შეჩერებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც გახარია წერს, "ივანიშვილისა და "ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - აუცილებელი".
ეს არის მიზანმიმართული და ორკესტრირებული სქემა - ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი, რომლის რეპრესიულმა კონტროლმა ჩვენი ერი ავტორიტარულ მმართველობამდე მიიყვანა. ივანიშვილისა და ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული სანქციები არამხოლოდ გამართლებულია, არამედ - კრიტიკულად აუცილებელი საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით", - წერს გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი X-ზე წერს. ამასთან, სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს.