ბიჭი, რომლის კადრებმაც ქვეყანა შეძრა: ერთი სული მაქვს, როდის დავდგები თქვენთან ერთად

01.12.24 03:40
ბიჭი, რომლის კადრებმაც ქვეყანა შეძრა: ერთი სული მაქვს, როდის დავდგები თქვენთან ერთად

სასტიკად ნაცემი ბიჭი ზვიად მაისაშვილი, რომლის სასტიკად ცემის კადრებმაც ქვეყანას შეძრა, მიმართვას ავრცელებს. 

ზვიად მაისაშვილის ფოტოს და გზავნილს სოციალურ ქსელში მისი მეგობარი, თორნიკე რაზმაძე ავრცელებს: 

ზვიომ შემოგვითვალა რომ, რომ ერთი სული აქვს როდის დადგება ისევ ჩვენ გვერდით - წერს რაზმაძე. 

უმძიმესი კადრები, რომელიც მშვიდობიანი აქციის დარბევას ასახავს  სოციალურ ქსელში თეონა ჭალიძემ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. 

კადრებში ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ხარებას რაზმის წარმომადგენლები ჯგუფურად ახალგაზრდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის ერთი მონაწილე ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს, ხოლო მეორე მონაწილეს, ზვიად მაისაშვილს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ და ქუჩაში უგონო მდგომარეობაში დატოვეს.