დღეს ლექსოს დაბადების დღეა
დღეს, ლექსო ლაშქარავა 41 წლის გახდებოდა, დღეს ლექსო დაბადების დღეა. ჩვენი გუნდის წევრის რომელიც, ხუთი ივლისს სისხლიანი დარბევის მსხვერპლია! დარბევის, რომელიც ორგანიზატორებიც დღემდე არავის დაუსჯია და არავის გამოუძიებია ვინ დაგეგმა ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე და ფოტოგრაფებზე თავდასხმის სპეცოპერაცია თბილისის შუაგულში.
"ტვ პირველის" ოპერატორი ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად პრორუსული დაჯგუფების სამიზნე 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შერულების დროს გახდა. თავდასხმა ჩვენ რეპორტიორებზე "სირცხვილიას " ოფისთან მოხდა. მათ თავს ძალადობრივი დაჯგუფების 10 -მდე წევრი დაესხა, თავისუფლება აღუკვეთეს და სასტიკად ცემეს. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
"ტვ პირვველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.