ბიზნესცენტრთან, სადაც მოქალაქეები თავს აფარებდნენ, მხუთავი აირი გაუშვეს - აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ

02.12.24 03:36
ბიზნესცენტრთან, სადაც მოქალაქეები თავს აფარებდნენ, მხუთავი აირი გაუშვეს - აქციის მონაწილეები დახმარებას ითხოვენ

ბესიკის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბიზნესცენტრში შესული მოქალქეების წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენესრომელშიც სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებაა გარეული.

“ტვ პირველის“ კორესპონდენტის ცნობით, რამდენიმე მოქალაქეს სასწრაფო დახმარება სჭირდება. ადგილზე სუნთქვა შეუძლებელია, დაშავებულებს თვალების წვა და სუნთქვის გართულება აღენიშნებათ.

ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმმა მიზანმიმართულად ისროლა იმ შენობის კართან კაფსულა, სადაც დარბევას გამოქცეული მოქალაქეები თავს აფარებდნენ. 

შენობაში გაუსაძლისი სუნია. ბესიკის ქუჩას სრულად სპეცრაზმი აკონტროლებს.

ამასთან, “ტვ პირველის“ ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენლები ღიად ემუქრებიან, რომ კადრები არ გადაიღოს.