ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან სპეცსამსახურებმა გააპარეს

02.12.24 15:30
ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან სპეცსამსახურებმა გააპარეს

ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან  სპეცსამსახურების დახმარებით გამოვიდა. ამ დროს ლეონიძის ქუჩაზე აქცია იყო. გარეთ სამოქალაქო აქტივისტები იდგნენ და ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

ეს არის მშიშარა რეჟიმის წარმომადგენელი. მან განაცხადა, რომ მზადაა გულწრფელ მოქალაქეებთან საუბრისთვის. ორ ადამიანს გვინდოდა შეხვედრა, ელჩებს რანგებით და მაღალი ტანამდებობის პირებს, გვესაუბრა მასთან და აგვეხსნა მისთვის, რატომ არის ის რუსული რეჟიმის ნაწილი და ამ რუსული რეჟიმის პოზიციების გამხმოვანებელი. საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვერაფერს გახდა და როგორც დამალულად შემოიპარა, ისე დამალულად გაიპარა. არათუ ჩვენთან შეხვედრა ვერ გაბედა, მას არ შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა, - ამბობს ბუკა პეტრიაშვილი. 

არსებობს ინფორმაცია, რომ "ოცნების" ლიდერი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანშრომლებს დაემუქრა. ამას მოწმობს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი და საგარეო უწყების ყოფილი თანამშრომელი ზურაბ ბატიაშვილის ფბ პოსტიც, სადაც ის წერს, რომ რომ სამინისტროს იმ თანამშრომლებზე, რომლებიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნენ, ზეწოლა ხორციელდება.