აქციაზე დაკავებულებს დაკავების დროსაც აწამებდნენ და პოლიციის განყოფილებებშიც ცემდნენ - ეკა გიგაური
აქციაზე დაკავებულებს დაკავების დროსაც აწამებდნენ და პოლიციის განყოფილებებშიც ცემდნენ - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღამსრულებალმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა დიღმის პოლციის სამმართველოსთნა განაცხადა, სადაც დაკავებული და ნაცემი მომიტინგეების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
ეს არ არის ქართული პოლიცია, ეს არის რუსული პოლიცია - ამბობს ეკა გიგაური.
ეს ხალხი არის ნაწამები, აქ არის ძალიან ბევრი სტუდენტი, ახალგაზრდა, როემლიც იბრძვის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ამ ადამიანებს აკავებენ, დაკავების დროსაც აწამებენ და ცემენ და უკვე პოლიციის განყოფილებებშიც იგივე მდგომარეობაში არიან. ეს არ არის ქართული პოლიცია, ეს არის რუსული პოლიცია. იმიტომ, რომ რუსულ პოლიციას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ასე მოექცეს თავის მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ აქ აქციაზე და სოლიდარობა გამოუცხადონ იმ ადამიანებს, რომლეიბც დაკავებულები არიან", - განაცხადა ეკა გიგაურმა.