"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, გელა ხასაია პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა.
ხასაია, ''გირჩი/დროას'' ოფისთან იმყოფებოდა, სადაც ამ წუთებშიც პოლიციაა შესული და ჩხრეკა მიმდინარეობს და სადაც ცოტა ხნის წინ ნიკა გვარამია დააკავეს. სწორედ გვარამიას უკანონო დაპატიმრება გაპროტესტა ხასაიამ, რის გამოც ის დააპატიმრეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიცია დღეს ოპოზიციური პარტიის ოფისებში ერთდროულად შევიდა.
ე.წ. სამართალდამცველები შევიდნენ ასევე "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში.