მოსამართლე ლელა მარიდაშვილი გიორგი ახობაძის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მოსამართლე ლელა მარიდაშვილი ექიმის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს.
ადვოკატის თქმით, აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენების არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი არ არსებობს.
ბრალდების მხარე ითხოვს, რომ გიორგის მიმართ გამოყენებულ იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე- პატირმობა. ბუნებრივია, ადვოკატები დავაყენებთ შეუმადგომლობას, რომ მას საერთოდ არ შეეფარდოს არცერთი სახის აღკვეთი ღონისძიება, თუმცა, ალტერნატივის სახით, ჩვენი მხრიდან აუცილებალდ იქნება შეფარდებული გირაო, ვინაიდან, არ არსებობს არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი ზოგადად აღკვეთი ღონისძიების სახის გამოყენებისა" - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დევს და არ არის არანაირი ვიდეო-მტკიცებულება, რომელიც სამართალდამცველების ნათქვამს დაადასტურებს.
მტკიცებულებები არის მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ადამიანს ჩხრეკის დროს ნარკოტიკი ჰქონდა. თუმა, ახალი სტანდარტით, ჩვენ ვიცი, რომ აუცილებელია ვიდეო-გადაღება, როცა ჩხრეკა მიმდინარეობს და აეს ვიდეო საქმეში ნამდვილად არ არის. პოლიციელების ჩვენებებიდან როგორც ირკვევა, ამ ვიდეოს გადაღება შეუძლეებლი იყო მათი სიმრავლის გამო", - ამბობს კიდევ ერთი უფლებადამცველი.
ექიმი, რომელიც "ოცნების" პოლიტიკას და ანტიდასავლურ კურსს ღიად აპროტესტესტება საჯარო პოსტებით და აქციაზე დგომით, საკანში უკვე მესამე დღეა შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტი გიორგი ახობაძე 2 დღის ძალის გამოყენებით დააკავეს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მას დაკავების პროცესში ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. ექიმს ნარკოტიკული საშუაალებების შეძენა-შენახვას ედავებიან.
ახობაძეს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს. მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.